Accentnews.ge
რა გახდა ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა

რა გახდა ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა

01/06/2020 20:25:05 მსოფლიო

აშშ-ში დაკავებისას გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის გაკვეთის შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 46 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კისრისა და ზურგის არეში ხანგრძლივი დაწოლა გახდა.

როგორც ფლოიდის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, მათი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციელის მხრიდან კისრის არეში დაწოლის გამო, დაზარალებულის ტვინს სისხლი აღარ მიეწოდებოდა, ხოლო ზურგის არეში დაწოლამ მას სუნთქვის პრობლემები შეუქმნა. ამრიგად, ოჯახის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგები ოფიციალურად ჩატარებული გაკვეთის შედეგებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ოფიციალურმა ექსპერტიზამ, რომლის დასკვნაც ფლოიდის საქმეს თან ახლავს, „ტრავმატული ასფიქსია ან გაგუდვა“ გამორიცხა.

დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S