Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკაში სპილოები გაუგებარი მიზეზით მასობრივად იხოცებიან

სამხრეთ აფრიკაში სპილოები გაუგებარი მიზეზით მასობრივად იხოცებიან

01/06/2020 20:18:05 მსოფლიო

ბოტსვანაში (სამხრეთ აფრიკა) დაუდგენელი მიზეზით დაღუპული სპილოების რაოდენობამ უკვე 110-ს გადააჭარბა, - იუწყება ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტრო.

პირველი ცნობები სპილოების უცნაური დაღუპვის ფაქტების შესახებ 11 მაისს გაჩნდა. ვინაიდან ნაპოვნ ცხედრებს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, ბრაკონიერობის ვერსია იმთავითვე გამორიცხეს. ჩატარდა კვლევა ციმბირის წყლულზეც, თუმცა დაღუპულ ცხოველებს არც ის აღმოაჩნდათ. ანალიზებმა არც ადამიანის მიერ მოწამლვის ვერსია დაადასტურა. ამ დროისთვის კვლევები გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S