ჯორჯ ფლოიდის ძმა: „რას აკეთებთ? ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს!"
01/06/2020 20:15:37 მსოფლიო
დაკავებისას გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ძმა ტერენს ფლოიდი მოქალაქებბს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა აქციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ფლოიდის ძმამ ძალადობრივი პროტესტის წამქეზებლებს მიმართა.
„რას აკეთებთ? ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს. ჩემი ოჯახი მშვიდობის მოყვარეა. ჩვენი გზა განათლებაა და იმის ცოდნა, თუ ვის ვაძლევთ ხმას. ზუსტად ასე დავარტყამთ მათ“, - განაცხადა ტერენს ფლოიდმა.
დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.


