Accentnews.ge
მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

01/06/2020 20:09:37 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 6 მილიონს აღემატება, გარდაცვილია 371 ათასზე მეტი ადამიანი, - იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მისი უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 122 917 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ათასი ადამიანი. ამგვარად, ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 057 853-ს გაუტოლდა, გარდაცვლილების - 371 166-ს. ყველაზე მეტი - 2 817 232 ინფიცირებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია აღრიცხული.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S