Accentnews.ge
ვაშინგტონსა და მაიამიში პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები გაჰყავთ

ვაშინგტონსა და მაიამიში პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები გაჰყავთ

01/06/2020 19:59:59 მსოფლიო

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ვაშინგტონსა და მაიამიში პოლიციის იმ სპეცდანაყოფების გაგზავნის ბრძანება გასცა, რომლებიც არეულობების ჩახშობაზე სპეციალიზდებიან, იუწყება “USA Today”.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს სპეცდანაყოფები ციხეების ფედერალური ბიუროს დაქვემდებარებაშია, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კი ცალკე გაგზავნა ვაშინგტონში თავისი ელიტური ქვედანაყოფი, რომელიც მძევლების გათავსუფლებაზე სპეციალიზდება.

დღისით ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბოუზერმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი, რომელიც ქალაქში კვირას შემოიღეს, კიდევ ორი დღე-ღამით გახანგრძლივდა.

დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S