„ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს"
01/06/2020 19:53:51 მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, პროტესტის უფლება არ ვრცელდება ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვაზე, ძეგლებისა და საწარმოების განადგურებაზე. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა და წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.
ამ განცხადებით რესპუბლიკელი კონგრესმენი გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია. 46 წლის ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.


