“New York Times”: “ტრამპმა გუბერნატორებს არეულობების ძალისმიერი გზით ჩახშობა უხეში ფორმით მოსთხოვა”
01/06/2020 17:07:42 მსოფლიო
აშშ-ის შტატების გუბერნატორებთან ვიდეო-კონფერენციის მსვლელობისას პრეზიდენტი ტრამპი უხეში ფორმით მოითხოვდა მათგან არეულობების ძალისმიერი გზით ჩახშობას, - იუწყება “New York Times” დახურული კონფერენციის აუდიოჩანაწერზე დაყრდნობით.
"თქვენ უნდა დომინირებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად ხარჯავთ დროს, ისინი გადაგთელავენ და სულელების ჯგროდ წარმოჩინდებით", - ციტირებს ტრამპს გამოცემა.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი მოითხოვდა, დალავებულებს მაქსიმალურად ხანრძლივი სასჯელი მიესაჯოთ.
ტრამპი უკვე რამდენიმე დღეა, აკრიტიკებს გუბერნატორებს, უმთავრესად დემოკრატებს იმის გამო, რომ საპროტესტო აქტივობაზე “სუსტად რეაგირებენ”. იგი ეროვნული გვარდიის გამოყენებით არეულობების ძალისმიერი გზით ჩახშობას მოითხოვს. თავად ტრამპის შესაძლებლობები შეზღუდულია, ვინაიდან ამ მიმართულებით გადაწყვეტილებებს სწორედ გუბერნატორები იღებენ.
დაკავებისას აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ის ქალაქებს საპროტესტო ტალღამ გადაუარა. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც დაკავებისას ფლოიდს კისერზე ფეხი დააჭირა, გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დაადანაშაულეს.


