Accentnews.ge
კიუსაკი აქციაზე იმყოფებოდა: „პოლიციელები ხელკეტებით გამომეკიდნენ, დააზიანეს ჩემი ველოსიპედი“

კიუსაკი აქციაზე იმყოფებოდა: „პოლიციელები ხელკეტებით გამომეკიდნენ, დააზიანეს ჩემი ველოსიპედი“

01/06/2020 15:25:58 მსოფლიო

მსახიობი ჯონ კიუსაკი ჩიკაგოში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, პოლიციელებმა მას ველოსიპედი დაუზიანეს.

"პოლიცილებმა ცეცხლწაკიდებული მანქანისთვის ვიდეოს გადაღება არ დამაცადეს, ხელკეტებით გამომეკიდნენ, დააზიანეს ჩემი ველოსიპედი. აი მოისმინეთ,"-წერს მსახიობი და ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ხმა ისმის, "გ...ვი აქედან".

კიუსაკმა პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა: მსახიობის თქმით პოლიციელმა ერთ-ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს ხელში ჟურნალისტის მოწმობა ეჭირა.

ცნობისთვის: ჯორჯ ფლოიდი 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცია, რომელიც პოლიციელის მიერ მიყენებული დაზიანებების სედეგად გარდაიცვალა. ინციდენტს აშშ-ის ათობით ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S