Accentnews.ge
რუსეთში “5G-გამოსხივების საწინააღმდეგო” მალამოს ყიდიან

რუსეთში “5G-გამოსხივების საწინააღმდეგო” მალამოს ყიდიან

01/06/2020 15:16:01 მსოფლიო

რუსეთში, განცხადებების საიტებსა და სოცქსელებში მომრავლდა წინადადებები, რომელთა ავტორები მოქალაქეებს “5G-გამოსხივების საწინააღმდეგო” მალამოს შეძენას სთავაზობენ.

მედიის ცნობით, ყველაზე ხშირად მსგავს წინადადებებს მოსკოვში ვხვდებით, თუმცა მრავლადაა ეს მალამო გაყიდვაში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშიც. სტავროპოლის მხარეში მალამოს ერთი ქილა 4399 რუბლად ფასობს, დაღესტანში - 1800-ად. საბითუმო პარტიების მფლობელები მყიდველებს “შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ” ჰპირდებიან. ამასთან, მათი ნაწილი ირწმუნება, რომ მალამო შვეიცარიელი მეცნიერების გამოგონებაა, მეორენი – რომ კანადელების.

ცნობისთვის: კორონავირუსის პანდემიის ფონზე უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის – იმის შესახებ, თითქოს ვირუსის გავრცელების უმნთავრესი წყარო 5G-გამოსხივებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S