Accentnews.ge
მთავრობა  პარლამენტში  ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენას 5 ივნისს გეგმავს

მთავრობა  პარლამენტში  ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენას 5 ივნისს გეგმავს

01/06/2020 14:48:46 ეკონომიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის წარდგენას 5 ივნისს აპირებს.

„ბიუჯეტი შემოვა 5 ივნისს პარლამენტში. შესაბამისი გრაფიკიც იქნება ალბათ გასაკეთებელი. მომდევნო კვირიდან, ჩემი ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, 5 ივნისს აპირებს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს.

საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ჩვენი კომიტეტი მოამზადებს შესაბამის გრაფიკს და კომიტეტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაიწყოს“,- განაცხადა კოვზანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S