Accentnews.ge
კონგოში ებოლას ცხელების ახალი ტალღა დაიწყო

კონგოში ებოლას ცხელების ახალი ტალღა დაიწყო

01/06/2020 13:31:03 მსოფლიო

კონგოს ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ მბანდაკაში ებოლას ცხელების ახალი ტალღა გამოცხადდა, გარდაცვლილია უკვე 4 ადამიანი.

ამის შესახებ დღეს ქვეყნის ჯანდცვის მინისტრმა ეტენი ლონგონდომ განაცხადა, რომელიც ადგილზე ჩასვლას გეგმავს

13 აპრილს კონგოში ებოლას დამარცხების შესახებ განცხადების გაკეთება იგეგმებოდა, თუმცა 10 აპრილს – უკანასკნელი ფიქსირებული ინფიცირების გამოჯანმრთელებიდან 52 დღეში ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ებოლას ვირუსი მწვავე ინფექციას იწვევს, რომელიც როგორც ადამიანებს, ისე ცხოველთა რიგ სახეობებს აინფიცირებს.

დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უმთავრესად სამი ქვეყანა – გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია მოიცვა. კონგოში იგი 2018 წლის ივლისში გაჩნდა, ერთ წელიწადში კი ჯანმო-მ მას საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის კვალიფიკაცია მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ ებოლას გარდა, კონგოში Covid-19-იც დაფიქსირდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით კონგოში ახალი კორონავირუსის 611 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებამ 20 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ვირუსისგან 179 პირია გამოჯანმრთელებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S