Accentnews.ge
ნეთანიაჰუმ მკვლელობის მუქარის გამო პოლიციას მიმართა

ნეთანიაჰუმ მკვლელობის მუქარის გამო პოლიციას მიმართა

01/06/2020 12:34:49 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახს მკვლელობით ემუქრებიან.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციაში საჩივარი შევიტანე პირადად ჩემს და ჩემი ოჯახის მიმართ მკვლელობის მუქარების გამო. დღეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთი საჩივრის შეტანა მომიწია იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც აღწერს, როგორ აპირებს ჩემს და ჩემი ოჯახის წევრთა მოკვლას", - დაწერა ნეთანიაჰუმ Twitter-ში.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელ “ფეისბუქით” მუქარებს იღებდა და ამის გამო გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S