ირანში COVID-19–ის მეორე ტალღას ელიან
01/06/2020 11:26:57 მსოფლიო
ირანის ჯანდაცვის მინისტრის საიდ ნამაკის განცხადებით, თუკი მოსახლეობა მითითებებს არ შეასრულებს და სოციალური დისტანცირების წესებს უგულვებელყოფს, ქვეყანას შესაძლოა, კორონავირუსის მეორე, უფრო ძლიერი ტალღა დაემუქროს.
„ქვეყანაში ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა და ის შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკან უფრო მეტი სიძლიერით დაბრუნდეს. თუკი ჩვენი ხალხი ჯანდაცვის პროტოკოლებს არ შეასრულებს, უარესი სიტუაციისთვის უნდა მოვემზადოთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისათვის: ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ირანში კორონავირუსის 2 979 ახალი შეთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 154 445-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, „კოვიდ -19“-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 7 878-ს მიაღწია.


