კიევის დედათა მონასტერში Covid-19 26 პირს დაუდგინდა
01/06/2020 11:01:43 მსოფლიო
კიევის დედათა მონასტერში Covid-19 26 პირს დაუდგინდა, - იუწყება უკრაინული მედია.
მისივე ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი, ხოლო თავად მონასტერი ჩაკეტილია.
ცნობისთვის: კორონავირუსის გამო ორი თვის წინ კიევ პეჩორსკის ლავრაც ჩაკეტეს, რადგან დაავადება100-ზე მეტ სასულიერო პირს დაუდგინდა.
უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინაში Covid-19–ის 24012 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 718 ადამიანი ემსხვერპლა.


