
გიგი წერეთელმა ილჰამ ალიევთან დავით –გარეჯის თემაზე იმსჯელა
14/06/2019 07:47:42 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დავით –გარეჯის თემაზე იმსჯელა.
შეხვედრა რეგიონალური უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართა.
„შეხვედრებზე, რომლებიც გვქონდა აზერბაიჯანის ლიდერებთან, სხვა საკითხებთან ერთად ბუნებრივია, შევეხეთ დავით–გარეჯის თემას იმიტომ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ინტერესს იწვევს. ერთია მთავარი, რომ ამ თემის გადაწყვეტას სჭირდება ძალიან მშვიდად, კონსტრუქციულ გარემოში პროფესიონალურად, დიპლომატურად მიდგომა და გამოსავლის ასე მოძებნა“, – განაცხადა წერეთელმა.