ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა
01/06/2020 09:43:16 მსოფლიო
ვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ აშშ-ის დედაქალაქის მერმა მიურელ ბოუზერმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომენდანტის საათი 23:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00-მდე გაგრძელდება. "პოლიციელებს კომენდანტის საათის დაცვაში ეროვნული გვარდია დაეხმარება", – აცხადებს ბოუზერი.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტები მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის სახელს სკანდირებდნენ. დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში კოცონის ანთება სცადა. პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. მანამდე, ვაშინგტონში ანალოგიური აქციები რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში. დემონსტრაციები მეექვსე დღეა, არ წყდება.


