Accentnews.ge
რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 855–მდე გაიზარდა

რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 855–მდე გაიზარდა

01/06/2020 07:46:24 მსოფლიო

რუსეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 855–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 162 ადამიანი დაიღუპა და 9 035 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 4 855 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 414, 878 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 175 877 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 373 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 260 000–ს გადააჭარბა, 2 849 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S