საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000–ს მიუახლოვდა
01/06/2020 07:43:12 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000–ს მიუახლოვდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 163 942 ინფიცირებული, 4 540 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 5 494 ინფიცირებული, 63 გარდაცვლილი
- სომხეთი: 9 402 ინფიცირებული, 139 გარდაცვლილი
- რუსეთი: 414 878 ინფიცირებული, 4 855 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 373 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 260 000–ს გადააჭარბა, 2 849 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


