Accentnews.ge
ბრაზილიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა

ბრაზილიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა

01/06/2020 07:27:09 მსოფლიო

ბრაზილიაში Covid-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 500 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 16 409 ადამიანი დაინფიცირდა და 480 დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19-მა 29 341 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 514 992 შემთხვევა, განკურნებულია 206 555 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 373 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 260 000–ს გადააჭარბა, 2 849 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S