Accentnews.ge
სომხეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 139–მდე გაიზარდა

სომხეთში COVID–19–ით გარდაცვლილთა რაოდენობა 139–მდე გაიზარდა

01/06/2020 07:06:22 მსოფლიო

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID–19–ით 8 ადამიანი გარდაიცვალა და 120 დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 139 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 9 402 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 402პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 373 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 260 000–ს გადააჭარბა, 2 849 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 794-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S