Accentnews.ge
აშშ–ში 103 წლის ქალმა Covid-19-სგან განკურნება ლუდით აღნიშნა

აშშ–ში 103 წლის ქალმა Covid-19-სგან განკურნება ლუდით აღნიშნა

01/06/2020 06:58:54 მსოფლიო

აშშ–ში 103 წლის ქალმა Covid-19-სგან განკურნება ლუდით აღნიშნა, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრებ ჯინი სტეინას დაავადება აპრილში დაუდასტურდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მან ახალი კორონავირუსის დამარცხება შეძლო.

„ჰოსპიტალიზებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჯინიმ საკვებისა და სითხეების მიღება შეწყვიტა და სავარაუდოდ, მალე დაიღუპებოდა. თუმცა მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი ყოველთვის მებრძოლი ქალი იყო“, – აცხადებს 103 წლის ქალის შვილიშვილი შელი განი.

მისივე თქმით, ჯინის საყვარელი სასმელი ცივი ლუდია და მან სწორედ ლუდით აღნიშნა დაავადებისგან განკურნება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19–მა 106 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 1 837 170–ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S