Accentnews.ge
რულან აბაშიძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

რულან აბაშიძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

14/06/2019 06:29:19 კონფლიქტები, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე  მოინახულა დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.

დღეს, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქალაქ ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S