3 ივნისიდან იტალიაში საერთაშორისო ფრენები სრულად აღდგება
01/06/2020 06:07:21 მსოფლიო
ახალი კორონავირუსით დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობის კლების პარალელურად ევროპის ქვეყნებში საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის ემზადებიან. იტალიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მიმდინარეობს. ქვეყანა ევროკავშირის სახელმწიფოებთან საზღვარს 3 ივნისს გახსნის და საერთაშორისო ფრენებიც სრულად აღდგება.
პანდემიის გამო იტალიაში აეროპორტები 14 მარტიდან დაიხურა. 4 მაისიდან რომის „Ciampino“–სა და ფლორენციის „Peretola“–ს აეროპორტები გაიხსნა.
ბოლო პერიოდში იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მცირდება. უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 33 415 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 232 997 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 157 507 პირი.


