Accentnews.ge
მამაკაცმა, რომელიც "Samsung"–დან გაათავისუფლეს, პროტესტის ნიშნად ანძაზე 354 დღე გაატარა

მამაკაცმა, რომელიც "Samsung"–დან გაათავისუფლეს, პროტესტის ნიშნად ანძაზე 354 დღე გაატარა

31/05/2020 12:06:08 მსოფლიო

კომპანია "Samsung"-ის ყოფილმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულში, მოძრაობის კამერის ანძაზე 354 დღე გაატარა, – იუწყება "Deutsche Welle".

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი კომპანიიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა. აქცია მან მას შემდეგ შეწყვიტა, რაც "Samsung"-მა ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის გადახდაზე დასთანხმდა.

60 წლის კიმ იონგ ჰი ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. სადაც საკვებს და ტანსაცმელს, თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

როგორც "Deutsche Welle" იუწყება, კიმ იონგ ჰი 1995 წელს, პროფკავშირის ჩამოყალიბების მცდელობის გამო გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S