რუსეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა
31/05/2020 11:16:50 მსოფლიო
რუსეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 138 ადამიანი დაიღუპა და 9 268 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 4 693 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 405 843 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 171 883 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 371 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 180 000–ს გადააჭარბა, 2 755 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 783-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


