Accentnews.ge
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 282–მდე გაიზარდა

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 282–მდე გაიზარდა

31/05/2020 11:09:14 მსოფლიო

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 282–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 355 ადამიანი დაინფიცირდა და 4 გარდაიცვალა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 131 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 9 282 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3386 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 371 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 180 000–ს გადააჭარბა, 2 755 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 783-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 605 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S