საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 9000–ს გადააჭარბა
30/05/2020 08:49:48 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 9000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 162 120 ინფიცირებული, 4489 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 4 989 ინფიცირებული, 58 გარდაცვლილი
- სომხეთი: 8 927 ინფიცირებული, 127 გარდაცვლილი
- რუსეთი: 396 575 ინფიცირებული, 4 555 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 367 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა, 2 680 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


