Accentnews.ge
რუსეთმა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით თურქეთს გადაუსწრო

რუსეთმა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით თურქეთს გადაუსწრო

30/05/2020 07:55:59 მსოფლიო

რუსეთმა Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით თურქეთს გადაუსწრო. ბოლო 24 საათში რუსეთში დაავდებით 181 ადამიანი დაიღუპა და 8 952 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დაავადებამ 4 555 ადამიანი იმსხვერპლა, თურქეთში კი – 4 489.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-ით 4 555 ადამიანი დაიღუპა, დადასტურებულია ინფიცირების 396 575 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 167 469 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 367 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა, 2 680 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S