ბრაზილიამ Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო
30/05/2020 06:53:33 მსოფლიო
ბრაზილიამ Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში დაავდებით 1124 ადამიანი დაიღუპა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 27 944 ადამიანი იმსხვერპლა, ესპანეთში კი – 27 121.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში Covid-19-ით ბრაზილიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე აშშ–ში. გასული დღე–ღამის განმავლობაში ბრაზილიაში დაავადებით 26 928 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო აშშ–ში – 24 266.
ბრაზილიაში Covid-19-სგან ამ დროისთვის განკურნებულია 193 181 პირი.


