![თავდასხმა ომანის ყურეში: აშშ ირანელ სამხედროებთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/1898.jpg)
თავდასხმა ომანის ყურეში: აშშ ირანელ სამხედროებთან დაკავშირებით ვიდეოს აქვეყნებს [ვიდეო]
14/06/2019 05:45:07 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც მათი თქმით, ჩანს, რომ ირანელი სამხედროები ერთ-ერთი ტანკერიდან აუფეთქებელ ნაღმს იღებენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრეს–სპიკერის, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ბილ ურბანის განცხადებით, ერთ-ერთ ტანკერთან, რომელზეც ომანის ყურეში თავდასხმა განხორციელდა, ირანის არმიის ელიტური დანაყოფის – რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროები იმყოფებოდნენ.
Just in: Pentagon video of what it says is an Iranian boat removing an unexploded mine from one of the attacked oil tankers in the Gulf of Oman. pic.twitter.com/XSxIPcyV6Q
— Philip Crowther (@PhilipinDC) June 14, 2019
როგორც ცნობილია, ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი დაადანაშაულა. ირანის ხელისუფლება ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს და „საბოტაჟური დიპლომატიის“ ნაწილს უწოდებს.
ომანის ყურეში აშშ-მა მართვადი რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო ხომალდი „მეისონი“ გაგზავნა.
ცნობისთვის: ტანკერზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა.