ინდოეთში მაიმუნებმა საავადმყოფოდან Covid-19-ით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზის ნიმუშები მოიპარეს
29/05/2020 17:25:19 მსოფლიო
ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში Covid-19-ით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზის ნიმუშები მოიპარეს, – იუწყება CNN.
მისივე ცნობით, მაიმუნებმა ნიმუშები ხეზე აიტანეს და იქედან გადმოყარეს. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, ადგილზე შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა . შტატის ადმინისტრაციამ „ანალიზების არასათანადო დაცულობის“ გამო საქმის გამოძიება მოითხოვა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში Covid-19-ით 4706 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია ინფიცირების 165 799 შემთხვევა.


