Accentnews.ge
იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა

იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა

29/05/2020 16:55:07 მსოფლიო

იტალიაში Covid-19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 87 ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი – 70.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 33 229 ადამიანი დაიღუპა, დადასტურებულია ინფიცირების 232 248 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 152 844 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S