Accentnews.ge
აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა

29/05/2020 16:37:43 მსოფლიო

აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, შესაბამისი გადაწყვეტილება Covid-19-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.

როგორც ხელსუფლებაში აცხადებენ, საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, რესტორნები და კაფეები მუშაობას 31 მაისიდან განაახლებენ. ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში COVID–19–ით 191 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19–მა 56 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 4 759 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 022 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S