Accentnews.ge
კიევის გარეუბანში ათობით ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

კიევის გარეუბანში ათობით ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)

29/05/2020 15:19:41 მსოფლიო

კიევის ერთ–ერთ გარეუბანში ათობით ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. როგორც Reuters იუწყება, დაპირისპირება სამგზავრო გადაზიდვაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის დღისით მოხდა და კონფლიქტში 100–მდე პირი მონაწილეობდა. მომხდარის შედეგად დაჭრილია, სულ მცირე, 3 ადამიანი. პოლიციამ ინციდენტის 20 მონაწილე დააკავა.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და შს მინისტრ არსენ ავაკოვს დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა დაავალა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S