სამხრეთ კორეაში სასწავლო პროცესის განახლებიდან 3 დღეში სკოლები კვლავ დახურეს
29/05/2020 14:46:54 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში სასწავლო პროცესის განახლებიდან 3 დღეში სკოლები კვლავ დახურეს. აღნიშნულის მიზეზად ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მატება სახელდება.
როგორც CNN იუწყება, სეულსა და ქვეყნის რამდენიმე რაიონში მდებარე 500–ზე მეტ სკოლაში სასწავლო პროცესი 26 მაისს განახლდა, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან სკოლები 2 კვირით დაიკეტა.
28 მაისს სამხრეთ კორეაში Covid-19-ის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალმა კორონავირუსმა 260–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 11 000–ზე მეტი შემთხვევა.


