ლუკაშენკო: «ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, დასავლეთში კი ხალხი ქვაბებს კოვზებს ურახუნებს»
29/05/2020 11:00:31 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ შეაჩაერა რა წარმოება კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში.
«მდიდარ დასავლეთში უკვე საშინელი უმუშევრობაა, ხალხი ქვაბებს კოვზებს ურახუნებს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ავიცილეთ, არ ჩავკეტილვართ», – განაცხადა პრეზიდენტმა მინსკის ტრაქტორების მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას.
ბელარუსის ხელისუფლება ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გამონაკლის ქვეყნებს შორის, რომლებსაც მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები არ შემოუღიათ. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის 40 000 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაცვლილია 219. თუმცა ექსპერტებისა და დამკვირვებლების ნაწილი ამ მონაცემებს ხელოვნურად შემცირებულად ან გაყალბებულად მიიჩნევს.
- 9 აგვისტოსთვის ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი. ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებაში 1994 წელს მოვიდა, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.


