ჯანმო–ს სპეცწარმომადგენელი: „ახალი ეპიდაფეთქებებისთვის მზად უნდა ვიყოთ“
29/05/2020 08:29:16 მსოფლიო
„კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, ექიმი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ მსოფლიო ახალი ეპიდაფეთქებებისთვის მზად უნდა იყოს.
BBC–ს თანახმად, ექიმმა აღნიშნული განცხადება BBC–ს მეოთხე რადიოს გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ახალი კორონავირუსი „არსად წასულა და მას შემდეგ, რაც სოციალური აქტივობა გაიზარდა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ახალი ეპიდემიური აფეთქებებისთვის“.
მისივე თქმით, სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია კვლავ აქტუალურია.


