ბოლო 24 საათში რუსეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
29/05/2020 08:17:59 მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთში COVID–19–ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 232 ადამიანი გარდაიცვალა და 8 572 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19–მა 4 374 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 387 623 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 159 257 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


