Accentnews.ge
სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 676–მდე გაიზარდა

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 676–მდე გაიზარდა

29/05/2020 07:12:05 მსოფლიო

სომხეთში COVID–19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 676–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 460 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაავადებამ 120 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 676 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 297 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 362 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 910 000–ს გადააჭარბა, 2 590 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 746-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 576 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S