
საქსტატი: აპრილში ეკონომიკა 16.6%–ით შემცირდა
29/05/2020 07:14:22 ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6%–ია.
საქსტატის ინფორმაციითვე, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.