თურქეთი შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს
29/05/2020 06:30:58 მსოფლიო
თურქეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილს 1 ივნისიდან შეამსუბუქებს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ნებადართული გახდება საქალაქთაშორისო მოძრაობა, გაიხსნება რესტორნები, კაფეები, პარკები, მუზეუმები და პლაჟები.
თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს გადაცილებული და 18 წლამდე პირებისთვის კვლავ რჩება ძალაში.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ახალმა კორონავირუსმა 4 461 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია 160 979.


