Accentnews.ge
ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების განკარგულება გამოსცა

ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების განკარგულება გამოსცა

29/05/2020 06:23:43 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სოციალური ქსელების საქმიანობის რეგულირებას ითვალისწინებს. განკარგულება მედია პლატფორმების სამართლებრივი დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად და ისეთი კომპანიების მიმართ, როგორებიც ტვიტერი და ფეისბუქია - სამართლებრივი ქმედებების დაწყების შესაძლებლობას გულისხმობს.

ამჟამად მოქმედი კანონი სოციალურ ქსელებს მათ პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებების შინაარსის გამო იურიდიული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდ ონლაინ-პალტფორმებს უკონტროლო ძალაუფლება აქვთ და ცენზურის უფლებით სარგებლობენ

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ "ტვიტერის" მიერ მისი ორი განცხადების ფაქტების გადამოწმების შესახებ გამაფრთხილებელი მაჩვენებლით მონიშვნა უძღოდა. შტატების პრეზიდენტი "ტვიტერს" ამის გამო მიკერძოებასა და ცენზურაში ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S