საქართველოში ბოლო 24 საათში COVID–19–ის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
29/05/2020 06:15:24 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
რაც შეეხებათ გამოჯანმრთელებულებს, გასული დღე–ღამის განმავლობაში კლინიკებიდან სამი მოქალაქე გაეწერა და ამ დროისთვის ჯამში 576 პირია კორონავირუსისგან განკურნებული.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 პირი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: რა ვიცით ახალი პაციენტების შესახებ


