ახალი პაციენტებიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა
29/05/2020 06:33:47 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, რვა ახალი პაციენტიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისიდან.
მისივე ცნობით, ახალ ნაკადში ხანდაზმულები არ არიან, ხოლო ერთი 16 წლის მოზარდია.
„მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება, მაგრამ დღეს გაფართოებული კვლევები ჩატარდება და შევაფასებთ მდგომარეობას“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა.


