გაერო: ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 13.7 მლნ ადამიანს შიმშილობა ემუქრება
28/05/2020 15:07:23 მსოფლიო
ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 13.7 მლნ ადამიანს შიმშილობა ემუქრება. შესაბამის ინფორმაციას გაერო–ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP ) ავრცელებს.
„ხსენებულ ქვეყნებში ამჟამად შიმშილის ზღვარზე 3,4 მლნ ადამიანი იმყოფება და ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა წლის ბოლომდე გაოთხმაგდება“, – აცახდებენ WFP–ში.
მისივე ცნობით, ბავშვები ვერ იღებენ იმ საკვებს, რომლითაც მათ სახელმწიფო პანდემიამდე უზრუნველყოფდა, რადგან ამჟამად ქვეყნებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
როგორც WFP–ში აცხადებენ, „ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შიმშილის საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს ქარიშხლის მოახლოებული სეზონი“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლათინური ამერიკის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.


