პოროშენკო “Forbes”-ის მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა
28/05/2020 14:43:38 მსოფლიო
პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასლის შემდეგ “Forbes”-ის მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა. უკრაინელი მილიარდერების სიაში მას 1 მლრდ 400 მლნ დოლარით მესამე პოზიცია უკავია.
ამასთან, როგორც “Forbes” აღნიშნავს, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისი ბიზნესების გაყიდვის დაპირება პოროშენკომ მხოლოდ 20%-ით შეასრულა, გაყიდა რა მხოლოდ ერთი კუთვნილი ქარხანა, ყველა სხვა ბიზნესი კი მან ვაჟის სახელზე გადააფორმა.
პირველი ადგილი სიაში რინატ ახმეტოვს ერგო 2 მლრდ 800 მლნ დოლარით. ამასთან, 2013 წელთან შედარებით, მისი ქონება თითქმის 6-ჯერ არის შემცირებული.
მეორე ადგილზე კი ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ვიქტორ პინჩუკია 1 მლრდ 400 მლნ-ით.
სულ “Forbes”-ის მილიარდერების რეიტინგში 8 უკრაინელი ფიგურირებს და მათი ქონება ჯამურად 31 მლრდ-ს უტოლდება.


