ცნობილი ადამიანების უცნობი სახელები
28/05/2020 14:02:48 მსოფლიო
ცნობილი ადამიანების უცნობი სახელები.

სტივ უანდერი. მომღერლის ნამდვილი სახელი სტივლენდ ჯადკინსია. როდესაც სტივლენდ ჯადკინსმა ხმის ჩამწერ კომპანია Motown–თან კონტრაქტი გააფორმა სტივლენდ მორისი [დედის გვარი] დაირქვა. Motown–ის აღმასრულებელი დირექტორი ბერი გორდი მას „უანდერს [საოცრებას]“ უწოდებდა, სწორედ აქედან დაიბადა სტივლენდის სასცენო სახელი – სტივ უანდერი.

ვინ დიზელი. მისი ნამდვილი სახელი მარკ სინკლერია. მსახიობი მისი სასცენო სახელის წარმომავლობაზე არ საუბრობს, თუმცა ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, მან სახელი მამინაცვლის საპატივცემულოდ გადაიკეთა. სხვა ვერსიით კი იგი მსახიობობამდე დაცვის სამსახურში მუშაობდა და სახელი სწორედ მაშინ უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეიცვალა.

ნატალი პორტმანი. მსახიობის ნამდვილი სახელი ნატალი ჰერშლაგია. მან სახელი ლუკ ბესონის ფილმ „ლეონში“ თამაშის შემდეგ გადაიკეთა. პორტმანი ნატალის ბებიის გვარია.

ბრუნო მარსი. მომღერლის ნამდვილი სახელი პიტერ ჯენი ჰერანდესია. როგორც მომღერალი აცხადებს, „ბრუნო“ მამამ შეარქვა. რაც შეეხება გვარს, ბრუნოს თქმით, „გოგონები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ იგი არა ამ პლანეტაზე, არამედ მარსზე იყო“. „მოგვიანებით გვარიც გადავიკეთე და ასე გავხდი ბრუნო მარსი“, – აცხადებს მომღერალი.

ვუპი გოლდბერგი. მსახიობის ნამდვილი სახელი კარინ ელაინ ჯონსონია. როგორც მსახიობი აცხადებს, სახლის შეცვლა ჰოლივუდში მისვლის შემდეგ გადაწყვიტა. „სახელი „ვუპი“ – სიბრაზისადმი სიყვარულის გამომხატველია, გვარი კი ჩემი ებრაელი წინაპრისაა“, – აცხადებს მსახიობი.

ჯეი Z. მომღერლის ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერია. ბრუკლინელი მეზობლები მას ბავშვობაში „ჯეზის“ ეძახდნენ და როცა რეპერი გახდა ჯეი Z დაირქვა.
წყარო: bestlifeonline


