სამხრეთ კორეა შეზღუდვებს უბრუნდება
28/05/2020 13:16:03 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში უკვე მოხსნილი შეზღუდვების ნაწილი კვლავ ამოქმედდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ 24 საათში ქვეყანაში ბოლო ორი თვის მანძილზე ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ხელახლა დაიხურება მუზეუმები, პარკები და სამხატვრო გალერიები, ხოლო კომპანიებს მოუწევთ, თანამშრომლების ნაწილი სახლიდან მუშაობაზე გადაიყვანონ ან მოქნილი გრაფიკი შესთავაზონ.
ცნობისთვის: ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 79 ინფიცირებული გამოვლინდა.


