Accentnews.ge
ყველაზე უსაფრთხო გზა ბავშვების სათამაშოების დეზინფექციისთვის

ყველაზე უსაფრთხო გზა ბავშვების სათამაშოების დეზინფექციისთვის

28/05/2020 12:29:59 მსოფლიო

ბავშვების სათამაშოების დიდი ნაწილი სხვადასხვა ბაქტერიითაა დაბინძურებული. ექიმების რჩევით, ყველა სათამაშოს, რომელთანაც ბავშვს მჭიდრო კონტაქტი აქვს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

გთავაზობთ, ყველაზე უსაფრთხო გზას ბავშვების სათამაშოების დეზინფექციისთვის:

ჭურჭლის სარეცხი მანქანა. იგი პლატმასის სათამაშოების გაწმენდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, სანამ ნივთებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსებთ, მანამდე უნდა შეამოწმოთ მათი ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ სათამაშო არ დადნება ან არ დაზიანდება.

სარეცხი მანქანა. რბილი სათამაშოების უმეტესობა სხვადასხვა ბაქტერიითაა დაბინძურებული. სპეციალისტების განცხადებით, რბილი სათამაშოები უნდა გაირეცხოს ანტიბაქტერიული ფხვნილის საშუალებით.

ჩვილის სათამაშოები უნდა გაირეცხოს ხელით. ყველა ის ნივთი, რომელსაც ახალშობილი ეხება ყოველდღე უნდა გაირეცხოს ხელით. სარეცხ საშუალებად კი სპეციალისტები მშობლებს საბავშვო საპონს ურჩევენ.

სათამაშოები, რომელსაც ბავშვები ეზოში იყენებენ. სპეციალისტების რჩევით, დიდი ზომის სათამაშოები უნდა გაიწმინდოს საბავშვო სველი ხელსახოცით, ხოლო მცირე ზომის ნივთები, მაგალითად, ბურთები, ნიჩბები უნდა გაირეცხოს თბილ წყალსა და საბავშვო საპონში.

წყარო: bestlifeonline

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S