Accentnews.ge
სააკაშვილმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სია განასაჯაროვა

სააკაშვილმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სია განასაჯაროვა

13/06/2019 19:13:48 სხვა, მსოფლიო

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სია დღეს განასაჯაროვა. 

სიის პირველი ნომერი თავად სააკაშვილია. სიაში ასევე არიან დავით საყვარელიძე, უკრაინელი საზოგადო მოღვაწე ოლეს დონი, ოდესელი გროსმეისტერი ნატალია ჟუკოვა და უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ ლანავოი.

„რადაში საბრძოლველად, უკრაინის ამოსაწევად მივდივართ. ამისთვის საჭიროა სისტემის დაძლევა, ჩასმები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის კანონმდებლობით, რადას დეპუტატად კენჭისყრა შეუძლია 21 წელს მიღწეულ პირს, რომელიც ბოლო ხუთი წელი უკრაინაში ცხოვრობდა. სააკაშვილი ამ უკანასკნელ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. თუმცა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის უკრაინაში საპატიო მიზეზებით არ იმყოფებოდა და ამიტომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.

„უკრაინის კანონმდებლობაში არის პრეცედენტი, თუ ადამიანი უკრაინაში საპატიო მიზეზებით არ იმყოფებოდა. ჩემს შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტმა თავისი წინამორბედის განკარგულება გააუქმა და შესაბამისად აღიარა, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო იყო. თუ ეს უკანონო იყო, შესაბმისად მე უკრაინაში საპატიო მიზეზით არ ვიმყოფებოდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შემდეგ სასმართლოს მიმართავს და მისი კანდიდატურის დარეგისტრირებას მოითხოვს. ვადამდელი არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S